“ახალი ხმის” მწვრთნელები ერთმანეთს უპირისპირდებიან (VIDEO)

0

voiceმაია დარსმელიძე და სტეფანე დათო ფორჩხიძეს უპირისპირდებიან. ,,ახალი ხმის” მწვრთნელები ბავშვებს ვერ იყოფენ და ერთმანეთს მათ გადაბირებაში ადანაშაულებენ. მაია დარსმელიძემ აგრესია კონკურსის მონაწილეებზეც გადაიტანა და საკუთარი ,,ფეისბუქის გვერდზე მათ ,,ღორები” უწოდა, საკუთარი თავი კი ,,მარგალიტად” მონათლა.

გარდა ამისა მაია დარსმელიძე და სტეფანე დათო ფორჩხიძეს არაპროფესიონალადაც მოიხსენიებენ, თუმცა ამაზე თავად ფორჩხიძეს რეაქცია არ აქვს. “ახალი ხმის” მწვრთნელებს შორის დაპირისპირება ბოლნისელი კონკურსანტის, შოთა ადამაშვილის არჩევანმა გამოიწვია.

“გადავწყვიტე ეს ყველაფერი არ შევიმჩნიო და კომენტარები არ ვაკეთო. შოთა ადამაშვილმა დაიფიცა, რომ ფორჩხიძე პირადად არასოდეს ყავდა ნანახი. მეც ვიფიცები, რომ ჩემთან წამოსვლა თვითონ გადაწყვიტა. ეს მისი არჩევანი და საქმეა. დააყენოს, ბევრი ვიღაც აყენებს ჩემ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ. ილაპარაკოს, რაც უნდა. საქართველოში ხომ ყველაფერში ჩაწყობა ელანდებათ და ეს ბავშვებიც ასე ამოვსვაროთ ტალახში? ერთმანეთს არ ვინდობთ და ახლა შოთა ადამაშვილს გადავეკიდოთ? ის ერთი დღე გმირი იყო და მეორე დღეს დაიწყეს მისი დისკრედიტაცია და ლანძღვა. თურმე გადარჩნენ, რომ მაგათთან არ მივიდა.. “-აცხადებს “ახალი ხმის” ერთ-ერთი მწრთვნელი დათო ფორჩხიძე.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: