ახლადარჩეულმა გამგებელმა ხობის გამგეობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა

0

xobis gamgeobaaaგუშინდელი დღიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა  ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი გოჩა ქაჯაია. დღეს კი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩაატარებულ თათბირზე  ახლადარჩეულმა გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე  დანიშნული  პირები წარუდგინა, რომელთა შორის არიან როგორც ძველი, ასევე ახალი კადრებიც.

ვარაზ გაბედავა გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, ასევე გამგებლის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს მახარე ჩოკორაია.

ზვიად ბუკია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა, ხოლო დავით ჭოჭუა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს უხელმძღვანელებს. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ზაზა ბუკიამ ჩაიბარა.

როზეტა შულაია – კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთასამსახურის უფროსი,

შოლინა კანკია – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა,ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი,

ზაზა კუპრეიშვილი – წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის დამობილიზაციის სამსახურის უფროსი.

გოჩა არაჩემია – სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი.                   თათბირზე გამგებელმა  ისაუბრა საკრებულოსა და გამგეობის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებზე,  გამგებლის მოადგილეებისთვის გადანაწილებულ სფეროებზე, მოსალოდნელი რეორგანიზაციის პროცესებზე, შრომით დისციპლინაზე,  სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაზე.

სხვა ახალი ამბები: