ახრიკ ცვეიბა კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში მონაწილეობას არ აპირებს

0
cveibaაფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი 31 მაისს თბილისში კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მან აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესს” განუცხადა.
“მე ვიცი კახი კალაძე, ვიცი, რომ გაიმართება მისი ფეხბურთიდან გაცილების მატჩი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოვლენა პოლიტიკურ ჭრილშია გადატანილი. მე, პირველ რიგში, ვარ აფხაზი, მეორე რიგში – სპორტსმენი და პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ მაქვს”-განაცხადა ცვეიბამ.

სხვა ახალი ამბები: