ბაბუშერადან კიდევ 18 ქართველი მეომრის ცხედარი ჩამოასვენეს

0

sadzmo saflaviბაბუშერას საძმო სამარხიდან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული კიდევ 18 ქართველი მეომრის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის ინფორმაციით, ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მათი იდენტიფიცირება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მოხდება.
მინისტრის თქმით, დღეს განხორციელდა ბაბუშერას საძმო სამარხიდან კიდევ 18 თანამემაულის ცხედრის გადმოსვენება. კვირას კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება პანაშვიდი გმირების სულის მოსხსენებლად.

ბაბუშერას სასაფლაოდან ამ დროისთვის სულ 31 ცხედარია გადმოსვენებული.
1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი შეიარრაებული კონფლიქტისას დაღუპული მეომრების ნეშტების გადმოსვენების პროცესი “წითელი ჯვრის” ორგანზიებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: