ბაბუშერას ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრებს თბილისში ივნისში გადმოასვენებენ

0

ucnobi jariskaciiბაბუშერას ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრებს თბილისში ივნისში გადმოასვენებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, ბაბუშერაში სამარხის გახსნა დაიწყო.

„იქ დაკრძალულნი არიან თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეები. პროცესი 26 მაისამდე გაგრძელდება და შემდეგ ცხედრების გადმოსვენება ორ ეტაპად განხორციელდება. მოხდება მათი გადაცემა ოჯახებისათვის. ცხედრების გადმოსვენების პროცესი სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება“ – განაცხადა დარახველიძემ.

სხვა ახალი ამბები: