ბავშვთა გალერეაში პროექტის “გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი”–ს საბოლოო გამოფენა მოეწყობა

0

10485613_910835048934288_1766110198_n15 ნოემბერს, ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის’’ ევროპის მოხალისეთა სერვისის ორგანიზებით კიდევ ერთი პროექტი „გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი“–ს

საბოლოო გამოფენა მოეწყობა. გამოფენას ე.ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა (დ. აღმაშენებლის გამზ. 136) უმასპინძლებს.

გამოფენა 15:00 საათზე გაიხსნება, სადაც  პროექტში მონაწილე ბავშვები სრულად წარმოადგენენ მათ მიერ წარმატებით განხორციელებულ იდეებსა და ნამუშევრებს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ერთი თვე მიმდინარეობდა აფხაზეთის #3 და თბილისის #149 საჯარო სკოლის მოსწავლეებს  ვორქშოფები ჩაუტარდათ, რის შედეგადაც მონაწილეებმა შექმნეს ხელოვნების ნიმუშები, სადაც წარმოადგინეს მათი თვალით დანახული თბილისი. სხვადასხვა მასალებით ბავშვება შექმნეს თბილისის რუკა, ქართლის დედის სურათები, შოთა რუსთაველის პოემის ვიდეო რგოლები და ა.შ.

„გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი“ არტისტული პროექტია, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო და ყოველ პარასკევს ბავშვთა სურათების გალერეაში მიმდინარეობდა. ბავშვებმა გამოსცადეს თავიანთი თავი და გაიუმჯობესეს როგორც არტისტული, ასევე სოციალური უნარ-ჩვევები. მათ თავიდან აღმოაჩინეს თბილისი და შედეგად შექმნეს არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუშები, რომლის დახმარებითაც ისინი თავიანთი წარმოსახვის საშუალებით დანახულ თბილისს გაგვაცნობენ.

პროექტში, რომლის პარტნიორები არიან კომპანია ,,ბორჯომი’’ და ფრანგული ინსტიტუტი,  ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის’’ წევრებთან ერთად აქტიურად ჩართული იყვნენ უცხოელი მოხალისეები.

სხვა ახალი ამბები: