ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ზუგდიდში

0

11336920_435259989985294_8307485492693519032_o1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ენგურ ქაღალდ კომბინატის კულტურის ცენტრ “ოდიშის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. დღის განმავლობაში უფასო ატრაქციონებით, ტკბილეულით, ფერადი ბუშტებითა და საჩუქრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ.

10548132_435260193318607_7196912459074539815_o11101720_435260123318614_6525307208856454416_o11337032_435259503318676_2432710190442957163_o11393006_774585289324713_3337026041473617497_n11336920_435259989985294_8307485492693519032_oთბილისიდან მოწვეულმა ილუზიონისტმა სპეციალურად პატარებისათვის გამართა შოუ პროგრამა ჯამბაზებისა და მულტფილმების პერსონაჟების მონაწილეობით. გაიმართა კონცერტი საბავშო ბაღების აღსაზრდელების შესრულებით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა პატარებს ბატიბუტით გაუმასპინძლდა. დაურიგდათ საჰაერო ბუშტები.პირველი ივნისის საზეიმო დღე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით დაიხურა.
ასევე ქალაქის ცენტრში მოეწყო სხვადასხვაგვარი გასართობი ღონისძიებები.

სხვა ახალი ამბები: