ბავშვთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში პომპეზურად აღნიშნეს

0
942578_318280488305145_2017047767_nსაზეიმო ღონისძიება სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებმა თეატრალური მსვლელობით დაიწყეს. დილიდან კონცერტები გაიმართა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბავშვებმა მოხატეს ასფალტი. ზუგდიდის არტ–გალერეაში დილიდანვე გამოიფინა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითი ჯგუფის ხელთნაკეთი ნამუშევრები და ნახატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მთელი დღე უფასო ნაყინით უმასპინძლდება პატარებს.

დილიდანვე დაიწყო სპორტული შეჯიბრებები კალათბურთში, ხელბურთსა და ფეხბურთში.

ღონისძიებებს ესწრებიან ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილი ბავშვები. ღონისძიების მსვლელობას თვალყურს ადევნებენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია მოადგილეებთან ერთად, აგრეთვე სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი და პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი.

სხვა ახალი ამბები: