ბავშვის გატაცების მცდელობა წალენჯიხაში

0

thწალენჯიხის რაიონის სოფელ პალურში ადგჰილი ჰქონდა მწირეწლოვანი ბავშვის გატაცების მცდელობას. აღნიშნულ სოფელში ღამის საათებში ქარდავების კარმიდამოში შეიპარა ჯერჯერობით დაუდგენელი პირები და ბავშვის გატაცება სცადეს. საბედნიეროდ გამტაცებლებმა ეს ვერ მოახერხეს და ჩვილი იქვე საძინებლის კარებთან დატოვეს.
მცირეწლოვანი ბავშვის დედის, ნინო ჯაიანის განცხადებით მათი შვილის გატაცების მცდელობა მათი ოჯახისთვის თანხის შეწერვას უკავშირდებოდა. მისივე განმარტებით წინა ღამეს რუსეთიდან დაბრუნდა ოჯახის უფროსი ჯუმბერ ქარდავა და შესაბამისად გამტაცებლებს ეგონათ, რომ რუსეთიდან ჩამოსულ ბაბუას შვილიშვილის გამოსასყიდად გარკვეულ თანხას შეაწერდნენ. ქარდავებმა მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ სტრუქტურებს აცნობეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. აღნიშნულ საქმესტან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: