ბათუმში “სოკარის” ახალი ოფისი გაიხსნება

0

142778236623514418 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,სოკარის’’ პრეზიდენტი როვგან აბდულაევი ბათუმში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნიან. ოთხსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაც 2012 წლის ბოლოს დაიწყო განთავსებულია 1598 მ2 მიწის ფართობზე და აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ფართებით, ტექნიკური და შეხვედრების ოთახებით, სასტუმრო ნომრებით და სხვადასხვა დამხმარე დანიშნულების ფართობებით. ოფისს ასევე გააჩნია აუზი, ფიტნესი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები.

შენობა, რომელიც არქიტექტორმა რაუფ ხიდიროვმა დააპროექტა ნეოკლასიკური სტილიდანაა აღებული და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესთანამშრომლობისა და ბიზნესის გაფართოების კიდევ ერთი მორიგი ნათელი მაგალითია.

სხვა ახალი ამბები: