ბაკურიანში საერთაშორისო ტრენინგი ,,იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური” გაიმართება

0

10253159_786568001360994_1311024750_n

ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“–ს ორგანიზებითა და ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის  დაფინანსებით,  22-29 აპრილს  ბაკურიანში საერთაშორისო ტრენინგი–   ,, იყავი ინფორმირებული, იყავი აქტიური“ გაიმართება.

ტრენინგში        მონაწილეობას    ექვსი   ქვეყნის   30  წარმომადგენელი    მიიღებს,   მათ   შორის: საქართველოს, უკრაინის, იტალიის, ჩეხეთის, სომხეთისა და სლოვაკეთის. ტრენინგს ჩეხეთიდან და და მოლდოვიდან მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ.

,,დრონი’’–ს პიარ მენეჯერის ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, პროექტის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ  მასობრივი  ინფორმაციის  საშუალებები  და  სოციალური  მედია  ეფექტურად,  როგორ უნდა შექმნან წარმატებული რეკლამა, აწარმოონ საკუთარი ბლოგი და მომაზადონ პრესრელიზი.   ასევე ჩაერთვებიან, სხვადასხვა სახის აქტივობებში, პრაქტიკულ სამუშაოებში, შეხვედრებსა და  დიკუსიებში.

,,26 აპრილს, დაგეგმილია  მონაწილეთა სტუმრობა ქართულ ტელეკომანიებში,  რათა უცხოელი ახალგაზრდები  გაეცნონ ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკასა და  მეთოდებს. წამყავნი ჟურნალისტები სტუმრებს გაუზიარებენ თავიანთ  გამოცდილებას, ხედვასა და მიდგომებს’’–განაცხადა ლელა კიკალეიშვილმა.

პროექტის მიზანია აამაღლოს ცნობიერება მასობრივი და სოციალური მედიის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებში, წამოწიოს მათი პრობლემები და   მონაწილეებს  მისცეს საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება სოციალურ და მედიის მეშვეობით განხორციელებულ აქტივობებზე.