ბარაკ ობამამ სამხედრო დარტყმის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო

0

Barack Obamaრამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკა ზომებს მიიღებს ბაშარ ალ-ასადის მიერ ჩადენილი მოქმედების წინააღმდეგ, თუმცა ამერიკა სირიაში საჯარისო შენაერთებს არ ჩააყენებს. პრეზიდენტი კონგრესის გადაწყვეტილებას დაელოდება, თუმცა ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტს და მთავარსარდალს სამხედრო კამპანიის დაწყების უფლება აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სამხედრო დარტყმის შესახებ ოფიციალური დამასკოს წინააღმდეგ თუმცა ხვალ, თუ ერთ თვეში-ამას ხალხის ნებით არჩეული კონგრესის კენჭისყრა განსაზღვრავს. ობამამ დასძინა, რომ ასადის ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და ამერიკა მომხდარზე რეაქციას გააკეთებს.

“ამერიკელი სამხედროები მხად არიან სირიაზე იერიში ნებისმიერ მომენტში მიიტანონ, მაგრამ მე კონგრესის თანხმობას დაველოდები”–აცხადებს აშშ–ს პრეზიდენტი.

ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სირიის მთავრობა ამერიკის ნებისმიერ დარტყმას გაუძლებს. ასადის მხარდამჭერები უარყოფენ იდეას, რომ მათმა ლიდერმა სირიელი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სხვა ახალი ამბები: