“ბატონო ბიძინა, თქვენ სამეგრელო გელოდებათ!”- მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

0

180219_446272222063192_2144323367_nარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართვას უგზავნის, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ბატონო პრემიერო!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლისა თქვენი წინასაარჩევნო დაპირებები ნაწილობრივ უკვე შეასრულეთ. მთელი 9 წლის მანძილზე ქართველი ერი შიმშილსა და წყურვილს იტანდა და რეჟიმს უძლებდა. თქვენ კი თავისუფლება არგუნეთ ამ დატანჯულ ერს და მიეცით იმის საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და ამის არავის ეშინოდეს. ყველამ კარგად უწყის ისიც, რომ რაც ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, ყველაფერი თქვენს მიერ იყო დაფინანსებული. მიშა სააკაშვუილი კი თქვენს მიერ აშენებულს მხოლოდ თავის სასარგებლოდ მიიწერდა და ხალხს არწმუნებდა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. სწორედ თქვენი გამოჩენის შემდეგ მიეცა საშუალება სააკაშვილის მიერ “ჩარეცხილ” ინტელიგენციასაც თავისუფლად სუნთქვის საშუალება.  სააკაშვილმა ყველას ერთნაირად ატკინა გული მსახიობებსა და რეჟისორებს, მუსიკოსებს, პოეტებსა და მწერლებს.

ბატონო პრემიერო, ჩემს გარემოცვაში და საერთოდ სამეგრელოს სინამდვილეში ბევრს აქვს თქვენი იმედი და ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არ არის მათი ფუჭი იმედი. სამეგრელოს მოსახლეობა ითხოვს თქვენს ჩამოსვლას სამეგრელოში. მეგრელ, კოლხ ხალხს სურს თქვენთან შეხვერდა და გულახდილი საუბარი. გასაგებია ისიც, რომ სამეგრელომ 1 ოქტომბრის არჩევნებისას ვერ აჩვენა თავისი ღირსეული სახე, მაგრამ მერწმუნეთ რომ ეს “ნაციონალების” პარპაშით გამოწვეული, მათ მიერ ინსპირირებული იყო მხოლოდ. დღეს ბევრს ამბობენ სამეგრელოში, რომ პრემიერი სწორედ ამის გამოა განაწყენებული და ამიტომაც არ ჩამოდის სამეგრელოშიო. თუ მართლაც ასეა, გთხოვთ დაივიწყოთ წყენა და თქვენს ერთგულ მხარდამჭერებს არ დაუკარგოთ თქვენი იმედი.

გვესმის და თვალყურს ვადევნებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. გვესმის ისიც, რომ ხართ დროში შეზღუდულიც, მაგრამ გვწამს იმის, რომ სამეგრელოსთვისაც გამონახავთ მეტ დროს და გვეწვევით კოლხურ მიწაწყალზე. თქვენთან ერთად სამეგრელოში მინისტრთა კაბინეტის მთელ შემადგენლობას ვიწვევთ. ეს იქნება ხალხისთვის უფრო მეტი სტიმულისა და იმედის მომცემი. ვართ დარწმუნებული იმაში, რომ სწორედ თქვენი ვიზიტი სამეგრელოში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. შესაცვლელი კი ძალიან ბევრია, რასაც ჩამოსვლისას, ხალხთან შეხვედრისას ადგილზეც გაეცნობით.

თქვენი სამეგრელოში ჩამოსვლით მთელი საქართველო და მსოფლიო ნახავს, თუ რამდენი მხარდამჭერი გყავთ და როგორ გელოდებათ კოლხეთი. თქვენ გიჭერთ მხარს ის ადამიანებიც, ვინც გუშინ და გუშინწინ “ნაციონალების” დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ მხოლოდ იძულებით. სამეგრელოში ჩამოსულს დაგხვდებათ გათა=ვისუფლებული სამეგრელო და მომავლის იმედით გაჯერებული.

ბატონო ბიძინა!

თქვენ მთელი სამეგრელო გელოდებათ!”

სხვა ახალი ამბები: