ბაქრაძემ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა

0

davit-bakradze“ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , ცესკოს მიერ ხმების დათვლის შემდეგ ის მზადაა არჩევნებში დამარცხება აღიაროს.
“ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით უკვე გამოიკვეთა გარკვეული სურათი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება გაკეთდეს შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შედეგი და ეს დადგინდება ცესკოს მიერ ხმების დათვლის შემდეგ, ჯამური სურათი ნათელია და არ ვთვლი, რომ მნიშვნელოვნად შეცვლის იმ გადანაწილებას, რომელიც ვიხილეთ. ქვეყნის და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვიქნებით ვაღიაროთ არჩევნების ის საბოლოო შედეგი, რომელიც დადასტურდება ცესკოს მიერ ხმების დათვლის შედეგად. მინდა დღესვე მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ნათელია დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული. მე ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას, ვულოცავ იმ ნდობას, რომელიც მიიღო ქართველი ხალხისგან და ვუსურვებ, გაემართლებინოს ეს ნდობა გაკეთებული საქმით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

სხვა ახალი ამბები: