ბაჩო ახალაიას განაჩენს სასამართლო 28 ოქტომბერს გამოაცხადებს

0

axalaia bachana1ბაჩო ახალაიას განაჩენს სასამართლო ორშაბათს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.

დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ყოფილი მაღალჩინოსნის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ახალაიას ბრალეულობას დაამტკიცებს.

საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს. ბაჩო ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.

აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან: რევაზ ჭარბაძე, მეგის ქარდავა და დავით ჭაკუა.

სხვა ახალი ამბები: