ბაჩო ახალაიას მეუღლე ანაკლიაში მანიფესტაციის გამართვას აპირებს

0

19223_4085574869869_660072699_nანი ნადარეიშვილი 18 მაისს ანაკლიაში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. ახალიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მხარდასაჭერად საკურორტო ზონაში ასობით ადამიანის მობილიზებას გეგმავენ.

აქცია ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლის ინიციატივით იმართება. „პირველ რადიოსთან“ ინტერვიუში ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ 18 მაისს შეკრებილ საზოგადოებას, იურისტები, სამხედორები და პოლიტიკოსები მიმართავენ.

„გაიმართება ფილმის ჩვენება. გამომსვლელებს შორის იქნებიან, იურისტები, სამხედროები, პოლიტიკოსები. რამდენიმე ათას კაციან მანიფესტაციას ვგეგმავთ.“ – განაცხადა ნადარეიშვილმა. ფილმს, რომლის ჩვენებაც გაიმართება ასე ეწოდება :“ ბაჩო ახალიას რეფორმა თავდაცვის სისტემაში“.

სხვა ახალი ამბები: