ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას ვანო მერაბიშვილის მოადგილე მისცემს

0

shalva janashviliთავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომლის წამების საქმეზე, ჩვენებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი მისცემს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს, სადაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა სიაში შალვა ჯანაშვილი ფიგურირებს. იგი ვანო მერაბიშვილის შინაგან მინისტრობისას მისი მოადგილე იყო.

წინასასამართლო პროცესი 17 აპრილს, 14:00 საათზე განახლდება. ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს.

ახალაიას ადვოკატის რომეო საჯაიას თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 38 მოწმის ჩვენება აბსოლუტურად იდენტურია და მათში შეცდომებიც კი ერთი და იგივეა დაშვებული.

დღევანდელ პროცესზე ახალაიას ადვოკატებმა ბრალდების დადგენილებისა და სხვა რიგი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

როგორც სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიმ აღნიშნა, მას ვერავინ დაარწმუნებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მისთვის ბრალის წარდგინება აუცილებელი იყო.

ვერავინ ვერ დაადასტურებს იმას, რომ ბრალის წარდგენა ჩემთვის აუცილებელი იყო. ეს მოხდა სხვა პროცესის შიშით, რომ არ მომხდარიყო ჩემი გათავისუფლება სხვა სასამართლო პროცესიდან, სრულიად ლოგიკურია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა შეცდომებით. სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალიას ბრალად ედება შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამინისტროს შვიდი თანამშრომლის წამების ორგანიზება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით.

სხვა ახალი ამბები: