ბაჩო ახალაია საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

0

bachos cixeთბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილა.

ახალაიას ადვოკატმა სასამართლოს გირაოს სახით 50 ათასი ლარი შესთავაზა. მოსამართლის უარს შუამდგომლობის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დარბაზში ხმაური მოჰყვა.

როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ეკა არეშიძემ განმარტა მან შუამდგომლობა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა ახალ გარემოებასთან დაკავშირებით არსებითი ხასიათის არგუმენტი. ეკა არეშიძის თქმით, მოწმე გაგა მკურნალიძის მხრიდან შეცვლილი პოზიცია არ წარმოადგენს საფუძველს, რომ ბაჩო ახალაიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა დარბაზის მხრიდან. სასამართლოზე დამსწრეების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც მოითხოვა დარბაზიდან გასვლა და პროცესი მის გარეშე გრძელდება.

ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატებს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა საქმის არსებითი განხილვის დროსაც ექნებათ.

სხვა ახალი ამბები: