ბაჩო ახალაია შესაძლოა სასამართლო სხდომებზე არ დაუშვან

0

bachoშესაძლოა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში წაყენებულ ბრალდებაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება აღარ მიეცეს.

ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძე 16 აპრილს ჩანიშნულ პროცესზე მიიღებს.

ბაჩო ახალაიასთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებაზე შუამდგლომლობა მოსამართლესთან მისმა ადვოკატებმა დააყენეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გუშინდელ სხდომაზე სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.

ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზიდან გაძევების მიზეზი პროკურორთან და საქმის ერთ-ერთ მოწმესთან პოლემიკაში შესვლა გახდა.

როგორც ახალაიამ განაცხადა, თუ იგი ამათ არ მოუსმენდა, ბევრს არაფერს დაკარგავდა. ამ პასუხის შემდეგ მოსამართლემ ახალაია პროცესიდან გააძევა, რის შემდეგაც ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამაც პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა, რის გამოც, მას 500 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ბაჩო ახალაიას მორიგი პროცესი 16 აპრილს არის ჩანიშნული.

სხვა ახალი ამბები: