ბენდუქიძისა და გოგორიშვილის პარიზული ქორწინების სკანდალური დოკუმენტი სოციალურ ქსელში

0

1378353_639536746091173_1471398497_n-685x280სოციალურ ქსელში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის საქორწინო გაყრის ამსახველი დოკუმენტი გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა ბენდუქიძე დაქორწინებული იყო ხათუნა გოგორიშვილზე, რომელთან განქორწინების შემდეგაც ერთ-ერთ მოსარჩელე მხარეს მფლობელობაში დარჩა საცხოვრებელი ფართი პარიზში.

ფოტოზე არსებული ინფორმაცია სრულად ემთხვევა კახა ბენდუქიძის დაბადების თარიღს. ის, მართლაც, 1956 წლის 20 აპრილსაა დაბადებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის იდენტური სახელი და გვარი – ხათუნა გოგორიშვილი არ ემთხვევა პარლამენტის წევრის დაბადების მონაცემებს.

„საბუთში“ აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ქორწინებაში მყოფი გოგორიშვილი 1964 წლის 4 აპრილს მოსკოვშია დაბადებული, პარლამენტის წევრი გოგორიშვილი კი, 1964 წლის 4 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით, გაყრას ადასტურებს პარიზის მუნიციპალიტეტის სასამართლო.

კახა ბენდუქიძე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი განცხადებით, გავრცელებული ხმები სრული სისულელე და ტყუილია .

სხვა ახალი ამბები: