ბერდია კალანდია: “ეს დაცინვა 27 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! “

1

get_img“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, რომელიც თბილისში, სპორტის სასახლის დარბაზში ტარდება სამეგრელოდან ეხმაურებიან. საინფორმაციო სააგენტო smo.ge რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა, რომლებმაც კომენტარები გააკეთეს აღნიშნულ ყრილობასთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბერდია კალანდიამ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო გაფართხალება და გამოსამშვიდობებელი საღამოა. ასევე აღნიშნა, რომ სამეგრელოს დელეგაცია აღნიშნულ ყრილობაზე ძალიან მცირედ არის წარმოდგენილი, თუმცა აქვე განმარტა, რომ ტრიბუნასთან სწორედ სამაგრელოს პლაკატები გამოფინეს, რადგან ამით ყურადღება მიექციათ.

Untitl000ed“ალბათ დააკვირდით, რომ ტრიბუნასთან იქ სადაც გამომსვლელები ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდნენ, თითქმის ყველა პლეკატი სამეგრელოსთან იყო დაკავშირებული. ეს ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო საერთო ჯამში მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი პოლიტიკა საქართველოში. პლაკატი წარწერით “წალენჯიხა” ეკავა არა წალენჯიხელს, არამედ საერთოდ უცნობ ადამიანს. აქვე მინდა დავძინო, რომ წალენჯიხის რაიონიდან ათი ადამიანი ძლივს წავიდა, რადგან მეტი ვერ მოახერხეს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილი მეტს ვერ მოატყუებს ქართველ ხალხს. ეს დაცინვა 27 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! “-აცხადებს ბერდია კალანდია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროების ცნობით სამეგრელოდან დილით 15 მიკროავტობუსი გავიდა, რომელიც ჯამურად მხოლოდ 700 ადამიანს შეადგენს. “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე სამეგრელოს რეგიონიდან ძირითადად წარმოდგენილი იყო მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თანამშრომლები. სამეგრელოს დელეგაციას ყრილობაზე განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა დათმობილი.

სხვა ახალი ამბები: