ბესლან ბუთბა: “აფხაზეთში პენსიები რუსეთის დახმარების ხარჯზე გაიზრდება”

0

beslan butbaაფხაზეთის დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრის ბესლან ბუტბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების ხარჯაზე, აფხაზეთში პენსიების ზრდა მოხდება.

ამის შესახებ დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრმა აფხაზურ ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა აფხაზეთში პენსიების გაზრდისათვის 500 მილიონი რუბლი გამოყო. ბუტბას განცხადებით, პენსიების ზრდა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც არ აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და რუსეთი არ უხდის პენსიას.

“ასეთი აფხაზეთში 11 ათასი ადამიანია. ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ და პენსია გავუზარდოთ. ისინი რუსულ პენსიაზე ცოტა მეტს მიიღებენ”, – აცხადებს ბუტბა.

ამჟამად აფხაზეთში პენსია 500 რუბლს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: