ბიძინა ივანიშვილი: “გამგეობებსა და რეგიონებში სიტუაცია რთულად არის”

0

63A42F5D-6734-416F-92B1-B05B172D980D_mw1024_n_sსაქართველოს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილმა სამინისტროებში ავტოპარკის რაოდენობით უკმაყოფილება გამოთქვა და პრემიერს სთხოვა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თავად დაავალოს, მოიძიოს მაგალითები, რამდენი ავტოპარკი და საბიუჯეტო დანახარჯი აქვს ევროპის სახელმწიფო სტრუქტურებს და რამდენი – საქართველოს მთავრობას.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სამინისტროების ავტოპარკი `არანორმალურად დიდია საქართველოს შესაძლებლობებთან შედარებით.

“წინა მთავრობის სწორედ ეს არ მომწონდა, მეტისმეტი ფუფუნება და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება. ყველა დეპუტატს, მის თანაშემწეს და ყავის მომდუღებელს მანქანა ჰყავს. მარნეულის გამგებელი მოვიდა თუU არა, ტენდერები გამოაცხადა, ჩიტაძის და ინგოროყვას [ქუჩების] კუთხეში ახლა რომ გაიაროთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზო, რომ არის, ახალთახალი, ძალიან ძვირადღირებული უამრავი ჯიპი დგას. გასაგებია, რომ მათ ჯიპები ჭირდებათ, მაგრამ ხომ შეიძლება საშუალო კლასის მანქანებით იარონ?. ბრიტანეთში ვიცი, რომ მანქანა მხოლოდ სახელმწიფო წარმომადგენელს ემსახურება, გერმანიაში კი მხოლოდ 7 სახელმწიფო მოხელეს ემსახურება”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაცია “ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პირადად სთხოვა.
ჟურნალისტს კრიტიკა პრემიერმა მოუწონა და განაცხადა, რომ მას ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე არაერთხელ დაუსვამს.

აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ სამინისტროებს ახალი ავტომანქანები არ შეუძენია და მუშაობას მიღებული ავტომანქანებით აგრძელებენ.

“რაც შეეხება გამგეობებს და რეგიონებს, იქ სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის. გამოსავალი, მართალი გითხრათ, ვერ ვნახეთ, რამეთუ მთავრობას უფლებაც არ აქვს ჩაერიოს ადგილობრივ თვითმართველობებში. ჩვენ ძირეულად ახალი რეფორმა შემოვიღეთ თვითმართველობების შესახებ. უნდა დაველოდოთ არჩევნებს და გადალაგდება ყველაფერი. რეგიონებში კატასტროფა ხდება. ზოგჯერ დასაქმებული 5-ჯერ 10-ჯერ მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე საჭიროებს. მანქანებსაც ვარჩევთ მაქსიმალურად იაფს, რომ ყველა სამინისტრომ შეიძინოს. ახლების შეძენა სამინისტროებიდან მოხდა ძალიან ცოტა. ბევრი სამინისტროა, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული და მისი გაწყვეტა რთულია”,-დასძინა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: