ბიზნესმენი ვანო მერაბიშვილზე ჩვენებებს მისცემს

0

begiashviliჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პროკურატურის მიერ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს. ამის შესახებ ბეგიაშვილის მიერ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე გაკეთებულ საჯარო მიმართვაში არის აღნიშნული:

“საქართველოს პროკურატურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნებიდან ივანე მერაბიშვილი სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ჩემი და ჩემი კომპანიების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მზად ვარ, გამოძიებასთან ვითანამშრომლო და დანაშაულში მონაწილე ამ და სხვა პირების მიმართ მამხილებელი ჩვენება მივცე, წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები “, – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

ბიზნესმენმა მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონო ქმედებებში ვანო მერაბიშვილი სხვა სახელწიფო მოხელეებთან ერთად ჯერ კიდევ არჩევნებამდე დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს.

სხვა ახალი ამბები: