ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

118918ბიზნესმენი და ტელეკომპანია ”იბერიას” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” ყიდვის სურვილი გამოთქვა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ის სააქციო საზოგადოების კონკურენტი ვერ გახდება და სწორედ ამ საზოგადოებას მისცემს შანსს იყიდოს ”მეცხრე არხი”.

„მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა მონაწილეობა მიმეღო მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია „იბერიის“ სახით.

მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითოეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: