ბიზნეს ფორუმის შემდეგ B2B ფორმატში შეხვედრის სურვილი ოცდახუთამდე კომპანიამ გამოთქვა

0

B2Bსაერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ დღეს დასრულდა. შეხვედრის ორგანიზატორები, ფორუმის შედეგებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასეულობით მილიონი ლარის პროექტების განხორციელება იგეგმება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის დავით კოდუას განცხადებით, პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, პოტენციურ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრის სურვილი, დაახლოებით,  ოცდახუთამდე კომპანიამ გამოთქვა.

„დაინტერესება არის სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის ლითონის გადამუშავების, სიმინდის წარმოების, მდინარის კალაპოტის ნარჩენების გადამუშავების და ა.შ.“, – აცხადებს დავით კოდუა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ გუშინ გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ 30-მდე ქვეყნის ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანი იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორიების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ.

სხვა ახალი ამბები: