ბიძინა ივანიშვილი: ”აბსოლუტური უმრავლესობა არაპროფესიონალი ჟურნალისტები იყვნენ და თავისი პროფესია გაიზარდეს”

0

ivaniSviliსაქართველოს პრემიერი და ამავე დროს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” მფლობელი ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის ხელმძღვანელობასა და იქ მომუშავე ჟურნალისტებზე გაბრაზებულია. იგი თვლის, რომ ხელმძღვანელობაც და მომუშავე პერსონალიც ძალიან ცუდად მოიქცნენ, როცა სატელევიზიო ეთერი გათიშეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარები პრემიერმა დღეს გააკეთა.

“მე მახსოვს რამდენიმე რამ მთხოვა ქალბატონმა ლუბამ როდესაც განცხადება გავუგზავნე. ერთი მთხოვა, რომ ამომეღო ის, რომ “ინფო 9″ იყო დროებითი პროექტი და ეს იცოდნენ ყველამ, ვისაც ჩვენ ვქირაობდით. მე რამდენჯერმე ვუთხარი ეს ლუბას და ამოვიღე, ეს მთხოვა. მეორე, დამირეკა და მთხოვა, რომ ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტების გულისთვის ვაკეთებდი. ვკითხე რატომ უნდა ამოვიღო მეთქი, ეს ხომ სიმართლეა და სისწორეა?! პირველი კიდევ მესმის. და ეს დამოკიდებულება საერთოდ უნდათ, რომ გაბრაზებულები და დგანაწყენებულები იყვნენ მაშინ, როდესაც მე აბსოლუტურად თანმიმდევრულად მოვიქეცი. მე ახლა იმ სიტყვას არ ვიხმარ, მაგრამ ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუმართლებელი და შოკისმომგვრელი იყო როგორი რეაგირებაც მათ გააკეთეს. კიდევ ვიმეორებ – არც ერთი მათგანი არ გადმოსულა და მე არ მიქირავებია CNN-დან და BBC-დან და არც რომელიმე სხვა ცნობილი ტელევიზიიდან. აბსოლუტური უმრავლესობა არაპროფესიონალი ჟურნალისტები იყვნენ და თავისი პროფესია გაიზარდეს,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: