ბიძინა ივანიშვილი: “არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია იმისა, რომ ვინმე ვმართო”

0

bidzinaaa1ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის სიტყვას მეტი ძალა აქვს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამონათქვამებზე დიდი ხანია რეაქცია აღარ აქვს.

მისი თქმით, არავითარ ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ ვინმე მართოს, ან ვინმეს აიძულოს მისი რჩევები გაითვალისწინოს.

„არავითარ ბერკეტი არ გამაჩნია იმისა, რომ ვინმე ვმართო და ვინმეს ვაიძულო ჩემი რჩევები გაითვალისწინოს. ისინიც კარგად მიცნობენ. მარგველაშვილი რჩება ხელისუფლებაში და ის ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებს, რომ რაიმე ვაიძულე ან რაიმეს დაჟინებით ვურჩევდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბერკეტის არარსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული. ეს არც ალასანიას და არც მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩუქნია. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე“, – განმარტა ექსპრემიერმა.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან მის წასვლას იმით ამართლებდა, რომ ამ ნდობის გადანაწილება საზოგადოებაზე მომხდარიყო, მთავრობა და ხელისუფლება კი, მთლიანად საზოგადოების ნაწილია.

„როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩე, ამ პროცესში ყველაზე მეტად უსუფაშვილი მონაწილეობდა, მას რამდენჯერმე ავუხსენი, რომ ეს ზედმეტი ნდობა, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, ჯობია მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილო და არა მხოლოდ მის ერთ ნაწილს. მათ აბნევს ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ფასი აქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: