ბიძინა ივანიშვილი არასამათავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს

0

bidzina_ivanishvili31საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში წასვლის შემდეგ, რაიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს.

ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ ,,ყველა სიახლის” მთავარი რედაქტორის გიორგი კვიტაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რედაქტორი დაინტერესდა, რა სტატუსი ექნება ივანიშვილს სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ და რა ფორმით აპირებს ის მთავრობის კრიტიკას.

,,არ გამოვრიცხავ, რომ რამე არასამათავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო. მედიასთან შეხვედრის საშაუალბა, მე მგონი, დამრჩება და კიდევ საინტერესო ვიქნები. თუ შევხედავ, რომ მედიას და ჟურნალისტს აღარ აინტერესებ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პრეტენზია უნდა გაგიქრეს და თავი დაანებო საჯაროობას. სხვა დამატებით ფორმებზე ამ ეტაპზე საინტერესოც არ არის საუბარი და მეც უფრო დაწვრილებით და სრულყოფილად ფორმულირებული არ მაქვს. ამაზე უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ”- განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: