ბიძინა ივანიშვილი: ”არაფერი არ მოხდება საზოგადოების გარეშე, ისე ჩვენ არაფერს დავგეგმავთ”

0

vanishvili”არაფერი არ მოხდება საზოგადოების გარეშე, ისე ჩვენ არაფერს დავგეგმავთ. ყველაზე კარგი, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვახერხეთ არის ის, რომ შევძელით ქართველი საზოგადოების გამოფხიზლება, გაღვიძება, ფეხზე დაყენება; ოქტომბერში მივიღეთ შედეგი არა – სააკაშვილის დამსახურებით, როგორც თავად ტრაბახობს და დადის ევროპაში. მას სხვა გზა არ დავუტოვეთ, ჩვენ მოვახერხეთ და დავიბრუნეთ ის, რაც ისტორიულად გვეკუთვნოდა; ეს პროცესი უფრო გაღრმავდება და ვერავინ ვერ გაბედავს და ვერ გადაწყვეტს სააკაშვილზე იქნება ამნისტია თუ სხვა ვინმეზე, ვისაც არ უნდა უნდოდეს, ეს გადაწყვიტოს ერთმა ან ორმა პიროვნებამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე როგორც საზოგადოებას მოესურვება და ჩვენ საზოგადოების ამ ლეგიტიმაციას გავაღრმავებთ და მთელ ცხოვრებას მივუძღვნით იმას, რომ ასეთი კითხვები არ გაჩნდეს და საზოგადოების შფოთვა არ გამოიწვიოს. თანაც ამას დავით უსუფაშვილს მიაწერენ, თითქოს ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებს და ოინებს აკეთებს. საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ რაც გაკეთდება ყველაფერი იქნება გასაგები და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, თუ ის საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ჩუმად რომ უსუფაშვილი ამას აკეთებდეს, ეს მოგონილია”

სხვა ახალი ამბები: