ბიძინა ივანიშვილი: “ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები იყო”

0

ivanishviliiiiiiiსაქართველოს ექს-პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები იყო და არა პოლიტიკური კრიზისი.

ამის შესახებ ივანიშვილმა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლებაში რა თქმა უნდა გარკვეული რყევები იყო, კოალიციაშიც იყო კრიზისი, მაგრამ ეს საერთო სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები იყო და არა პოლიტიკური კრიზისი. ეს ნორმალური მოვლენაა და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება. ის რაც მოხდა კარგი არაფერია ამაში, იმის შემდგომ როცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანას არ დააზარალებს, პირიქით შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ბოლოს განვითარებული მოვლენები ქვეყნის სასიკეთოდ მოვირგოთ,“- განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: