ბიძინა ივანიშვილი: “გელა ხვედელიძე ჩადენილი დანაშაულისთვის მოიხდის სასჯელს”

0
biZinaსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე სახელისუფლებო გუნდის  რიგითი წევრი არ იყო და ჩადენილი დანაშაულისთვის მოიხდის სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს”.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა და დასზინა, რომ ხვედელიძის დაკავებით ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ხელწერა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი და პირველ რიგში, კანონი უნდა დაიცვას პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა”.
„იცით, რომ შს მინისტრი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია იმ ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც მან მოახერხა და დაარღვია კანონი და ის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე, დაექვემდებარება და მოიხდის სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გელა ხვედელიძე არ იყო რიგითი წევრი ჩვენი გუნდის, ის ჯერ კიდევ არჩევნების დროს იყო ძალიან აქტიური და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა. პრაქტიკულად, ის ხელმძღვანელობდა ახალ პარტიაში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და კოალიციაშიც დიდი უფლებები ჰქონდა. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის კოორდინაციას ის ხელმძღანელობდა.  მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ხელწერა, რომ არ არსებობს დიდი თანამდებობის პირი, თუ დიდი დავალებების შემსრულებელი, კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარი და პირველ რიგში, კანონი უნდა დაიცვას პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: