ბიძინა ივანიშვილი: “დაპირებებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ”

0

ivanishviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ხელისუფლება დაპირებებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ასრულებს. მან ამის შესახებ საკუთარ რეზიდენციაში ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტებთან მისი შეხვედრა პირდაპირ ეთერში პირველად გადაიცემა. როგორც პრემიერი შენიშნავს, საზოგადოება, ძირითადად, მათი გამონათქვამებით ცხოვრობს. ეს გამონათქვამები კი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

„მე პირადად დიდ ყურადღებას ვუთმობ თქვენს გამონათქვამებს და რეაგირებას ვახდენ მათზე. ყველა ექსპერტს საკუთარ გამონათქვამზე მაქსიმალური პოზიცია უნდა ჰქონდეს. მათ მედიაც დიდ ყურადღებას უთმობს. თქვენს ყველა გამონათქვამს ყურადღებით ვადევნებ თვალს და ხშირად არ ვეთანხმები“, — აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ექსპერტების გამონათქვამები ხშირად ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დადებული დაპირებების შეუსრულებლობას ეხება.

„ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და მარგველაშვილზეც განსხვავებული პოზიციები გაქვთ. ჩემს წასვლაზეც განსხვავებული პოზიცია გაქვთ. ძალიან ბევრს არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, არცერთ ექსპერტს არ უთქვამს, ახალი მთავრობა დაპირებებს განუხრელად და წარმატებით ასრულებსო. მე კი ვამბობ, რომ დაპირებებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ. შემახსენეთ, რა არ მოგწონთ, რა არ შევასრულეთ“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს.

სხვა ახალი ამბები: