ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ (VIDEO)

0

ivaniSviliკოალიცია „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა  გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელოს რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრები დღეს ხობის რაიონში გამართა, რის შემდეგაც ის ზუგდიდელ ამომრჩევლებს საქართველოს პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა სამეგრელოს შუაგულში, ზუგდიდში დაასრულა.

კოალიციის კანდდატის მხრადასაჭერად ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან დაახლოებით 5.000-მდე ადამინი იყო შეკრებილი.

ზუგდიდში ასევ იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას მსახიობი ნანა შონია უძღვებოდა.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არსად არ აპირებს წასვლას და თავის გუნდთან ერთად 20 წლიანი მუშაობის ციკლს იწყებს.  ივანიშვილმა აღნიშნა რომ აუცილებლად დააბრუნებს დევნილებს სახლებში და აფხაზებთან მეგობრულ ურთიერთობებს აღადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი სულ მალე აღორძინდება ქართული ეკონომიკა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლები გადაეცემათ სიმბოლურ ფასად-ერთ ლარად.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხალხს საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მისი პრეზიდენტობის პერიოდში იგეგმება სოციალურ ეკონომიკური აღორძინება. ასევე მან აღნიშნა, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება.

„პირდაპირ ციხიდან გამოსული ადამიანი დღეს მაღალ თანამდებობას იკავებს. რამდენიმე დღეში დასრულდება ეს კოაბიტაცია და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდელ ამომრჩეველთან სიტყვით მიმართვისას საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ განვლილ ერთ წელიწადზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებზე და იქვე აღნიშნა, რომ ნათელია, თუ რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება ამ რეგიონის მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამეგრელოში დაფინანსდება ორასზე მეტი მცირე საწარმო, რაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვიდეო 

სხვა ახალი ამბები: