ბიძინა ივანიშვილი: “ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ”

0

news_16932_868თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოცემა ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“რთულია, იმის ზუსტი თარიღის დასხელება, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მაგრამ, როგორც მანმადე ვთქვი, თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მეზობელია, ის დიდი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, უდიდესი ბაზარი აქვს. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მიუტევებელი იქნება ასეთი ბაზრის დაკარგვა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაზე უარის თქმა. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლას, პრემიერმა დაადასატურა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

“ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ, მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მომავალში ის საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი დოლარის გაღებას გეგმავს კერძო ინვესტირების ფონდში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს ტურიზმის სფეროში, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში.

სხვა ახალი ამბები: