ბიძინა ივანიშვილი: ”ზურაბ ადეიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა”

0

bidzina_ivanishviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი „წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი ადამიანი იყო” და ის „წუხს, რომ მისი გაცნობა ვერ მოასწრო“.

ამის შესახებ პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”ზურაბ ადეიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებაში, ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე ნიჭიერი კაცი ზურაბ ადეიშვილი იყო. ადრე მერაბიშვილს რომ ვხვდებოდი და ეკონომიკურ ტერმინებს იყენებდა, ვეკითხებოდი: საიდან-მეთქი? ადეიშვილი არის ჩემი მასწავლებელიო, მპასუხობდა. იქიდან მახსოვდა და სულ მაინტერესებდა ამ კაცის გაცნობა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე და მე მგონი, როგორც სააკაშვილს უნდოდა პოლიცია ყოფილიყო, ისე გადაულაგა ადეიშვილმა მერაბიშვილს. აშკარად ჩანს, რომ ნიჭიერი კაცი იყო. კარგად მახსოვს, მერაბიშვილი რომ მეუბნებოდა ადეიშვილზე: შედი ერთი მის სახლში და ნახე, როგორი ”პარკეტი” აქვსო და უკვე მერამდენე წელია, პირველი თაობის მობილურს იყენებსო. არაფრის გაგონება და გაკარება არ უნდაო, ისეთი პრინციპული კაციაო”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ  ადეიშვილის დროს ის რომ ყოფილიყო მთავრობის მეთაური, ზურაბ ადეიშვილი საუკეთესო ჩინოვნიკი იქნებოდა.

სხვა ახალი ამბები: