ბიძინა ივანიშვილი: “თქვენ ფოსტალიონი ხართ ქალბატონო ინგა?!”

0

Ivanishvili-Nov22-1პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  „ჟურნალისტებს უნდათ, გმირები გახდნენ, რადგან დვანში იყვნენ ჩასული“.

ამის შესახებ მან დღეს ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და თოქ–შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

“აი თვენ, ქალბატონო ინგა, ვიდრე პირდაპირ ეთერში გააკეთებდით განცხადებას, რომ დვანში არც ერთი მინისტრი არ იმყოფებოდა, შეგეძლოთ, გადაგემოწმებინათ! 15 სექტემბერს იქ იმყოფებოდა დავით დარახველიძე, შს სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღე იქ არიან და 24 სექტემბერს ნარმანია და სოფლის მეურნეობის მინისტრიც იმყოფებოდნენ იქ“, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა გრიგოლიამ პრემიერს უპასუხა, რომ „პირადად მოისმინა დვანის მოსახლეობისგან, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობენ“.

„უკაცრავად, ქალბატონო ინგა, მაგრამ როცა თქვენ პირდაპირ ეთერში აკეთებთ მოწოდებას და მოსახლეობას ეუბნებით, რომ იქ მინისტრები არ ჩასულან, ეს არის სიცრუე. რომ საუბრობთ მხოლოდ იმ ნაწილს, რაც თქვენ გინდათ და ამ დროს ელემენტარულ ინფორმაციას არ იძიებთ, არადა, ამის ვალდებულება გაგაჩნიათ, გამოდიხართ და საუბრობთ, რომ იქ არც ერთი მინისტრი არ იყო, ნაცვლად იმისა, რომ იქვე გქონდათ ვალდებულება და უნდა გეთქვათ მოსახლეობისთვის, რომ მინისტრები იქ იმყოფებოდნენ! დღესაც, თუ კარგი ჟურნალისტის პრეტენზია გაქვთ, თქვენ გქონდათ ვალდებულება, ინფორმაცია გადაგემოწმებინათ! მოსახლეობა ამბობსო – მეუბნებით, თქვენ ფოსტალიონი ხართ, ქალბატონო ინგა?!“, – განაცხადა ივანიშვილმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „მისთვის მსგავსი გამონათქვამებით აღარ მიემართა, რადგან ეს შეურაცმყოფელია“.

„თქვენ ახლა გინდათ გმირები გახდეთ, რომ იქ იყავით, ეს არის მთავარი ეს არის სწორედ. თქვენ გინდათ აჩვენოთ, რომ ჟურნალისტები მაგრები ხართ, რომ იქ ჩახვედით და მინისტრები არ ჩასულან. ნორმალური, რომ ჩახვედით, მაგრამ რატომ არ გინდათ გაიგოთ, რომ იქ სხვებიც იყვნენ ჩასული?“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: