ბიძინა ივანიშვილი: „ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სადაც აღარ იქნებიან ქუჩაში ხელგაწვდილი ბავშვები“

0
newsსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბავშვთა დაცვის სართაშორისო დღესათან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
„დღეს პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველოსთვის, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, მათი დემოკრატიული აღზრდა–განვითარებისთვის ხელშეწყობას. დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ დიდია იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე, ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩვენს შვილებზე მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც აღარ იქნებიან ქუჩაში ხელგაწვდილი ბავშვები, სადაც ყველა ბავშვი იქნება დაცული და სახელმწიფო ზრუნვას არ მოაკლებთ მათ”,– ნათქვამია მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: