ბიძინა ივანიშვილი: “მაჟორიტარებისთვის რეგიონები არ ჩაუბარებიათ”

0

ivanსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მაჟორიტარმა დეპუტატებმა  კეთილი უნდა  ინებონ,  საკუთარი უფლებები და მოვალეობები კარგად გაარკვიონ  და  მოღვაწეობა ამის მიხედვით გააგრძელონ“.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საკუთარ ბიზნესცენტრში ეკონომიკურ დარგში ექსპერტებთნ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა  და დასძინა, რომ იგი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს.

“იმ გამოსვლაში ზედმეტი კონკრეტიკა ვთქვი. საერთოდ, ეს პრობლემა არსებობს, გუშინდელ თათბირზეც მქონდა საუბარი და დღესაც, როდესაც მატარებლით ვმგზავრობდი, ბევრი დრო მქონდა და რამდენიმე ზარი განვახორციელე. მაჟორიტარების ეს პრობლემა იმ დონით არსებობს, რომ მე რამდენჯერმე დავსვი საკითხი, რომ შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ, მაგრამ მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ფრთხილად ვეკიდებით. ჩვენ გუნდში შემოვიდა ძალიან ბევრი კარგი მამულიშვილი მაჟორიტარი, ბევრს პოლიტიკური გამოუცდელობა აქვს. შეიძლება, მე უხეში ტერმინი ვიხმარე, მაგრამ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონი თავად უნდა მართონ, ეს ასე არ არის. მე იქაც მოვუწოდე და ახლაც ვიმეორებ, რომ მაჟორიტარები პარლამენტის წევრები არიან და კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ და კეთილი ინებონ, პირველ რიგში, საკუთარი უფლებები და მოვალეობები გაარკვიონ კარგად და საკუთარი მოღვაწეობა ამის მიხედვით გააგრძელონ. მათთვის რეგიონები არ ჩაუბარებიათ, ისინი აირჩიეს და ვალდებულება აქვთ ამ რეგიონების მიმართ. მათ ეს უნდა განახორციელონ და არა მეტი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი მეგობარია. ძალიან ვთხოვდი, რომ თითოეულთან ცალ-ცალკე ამაზე საუბარი არ მომიწიოს. პრობლემა არსებობს – ზოგ მაჟორიტართან მეტად და ზოგან ნაკლებად,“– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: