ბიძინა ივანიშვილი: „მასიურად ამის გაგრძელება და სულ უკან ყურება, რომ ვინ რა გააკეთა და როგორ დავსაჯოთ, არ შეიძლება“

1

ivanishvili7საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მასიურად ამის გაგრძელება და სულ უკან ყურება, რომ ვინ რა გააკეთა და როგორ დავსაჯოთ, არ შეიძლება“

ამის შესახებ პრემიერმა “აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა  “სამართალი ხალხისთვის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა. ინვესტიციები უნდა შემოვიდეს. ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და მუდამ უკან ყურება არ შეიძლება, თუმცა საზოგადოებას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი წარმატებით არ დასრულდა. მასიურად ამის გაგრძელება და სულ უკან ყურება, რომ ვინ რა გააკეთა და როგორ დავსაჯოთ, არ შეიძლება და დღეს შეიძლება ოპოზიცია ნაწილობრივ, სწორად მიუთითებს, ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა მათ უფრო მეტი კონსტრუქციულობა მართებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს, რომ ძველი ხელისუფლების დასჯით ჩვენი მოღვაწეობა გავამართლოთ, რადგან წარმატებულად მოღვაწეობს ყველა მინისტრი და საერთოდ, მთავრობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: