ბიძინა ივანიშვილი: მედიასაშუალებები ხშირად ცრუობენ

0

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ,ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა  20-30-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიასაშუალებები  ხშირად ცრუობენ.

Ivanishvili-Nov22-1მისი თქმით, ხშირად ნახავთ განვითარებულ სახელმწიფოებშიც, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა რაღაც მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება არსებობდეს მეორე მედიასაშუალება, რომელიც მეორე პარტიის გემოვნებაზეა აგებული და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავს.  მაგრამ, ყველა შემთხვევაში მსმენელმა თუ მკითხველმა იცის, რომ ისინი არ ცრუობენ.

”ჩვენ არ ვართ დაზღვეული ამისგან და საუბედუროდ ამის ისევ ძირითადი წამყვანი ძალა გახლავთ რუსთავი 2 და გახლავთ ტაბულა, ის რაც შემორჩა ნაციონალურ მოძრაობას… არ არის პრობლემა, რუსთავი 2-მა რომ განაცხადოს და საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს. ოღონდაც შეგნებულად ნუ აკეთებს დისკრედიტაციას იმ ხელისუფლების, რომელიც მისსავე ქვეყანას ემსახურება და სიცრუეზე დაფუძნებული ნუ იქნება… მთავარი პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სიცრუის ტირაჟირებაა… დღეს რუსთავი 2-ს ეძახიან ყველაზე პროფესიულ ტელევიზიას და საუბედუროდ ყველაზე პროფესიულად კარგად დალაგებული სიცრუე მოდის ძალიან ხშირად”, – განაცხადა ივანიშვილმა.