ბიძინა ივანიშვილი: “ნუ ავყვებით იმ ეიფორიას რომელსაც ისევ “ნაციონალური მოძრაობა” აძლევს ფონს”

0

20141006170745a1ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას სიცრუეზე ორიენტირებულ პარტიად მოიხსენიებს და საზოგადოებას და პოლიტიკოსებს სწორი ანალიზისთვის დახმარებას პირდება.

“ნუ გგონიათ, რომ ,,რუსთავი 2’’-ის და  ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ ხშირად ყირაზე დაყენებული აქცენტები,  ასევე დარჩება. არ დაიბნეთ,  ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს მიეცემა აბსოლუტურად ობიექტური და სწორი შეფასება. ამის საშუალება  დღეს აქვს ჩვენს საზოგადოებას, ამაში ჩავერევით ჩვენც. “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის სიცრუეზე იყო ორიენტირებული  და დღესაც ამას  ახერხებს. პოლიტიკოსებს მინდა შევახსენო, რომ მე გვერდით დავუდგები და დავეხმარების მოვლენების სწორად გაანალიზებაში და საზოგადოებაც სწორ აქცენტებს გააკეთებს მოვლენებზე. ნუ ავყვებით იმ ეიფორიას, რომელსაც საუბედუროდ,  ისევ  “ნაციონალური მოძრაობა” აძლევს ფონს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

სხვა ახალი ამბები: