ბიძინა ივანიშვილი: ”პირველი ოქტომბრის მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების მთავარ წარმატებად მიმაჩნია”

0

ivanishvili7საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ისე უნდა გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არსებითი შეცდომები არც ხელისუფლებამ დავუშვათ და არც ხალხმა“.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს სასტუმრო “რედისონში” ამბასადორიალის გახსნისას ჭელეს მინარეთის თემაზე საუბრის დროს განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე გაიხსნა – ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან და ყველას მიეცა საშუალება, ღიად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, სურვილები და მისწრაფებები. ეს არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების მთავარ წარმატებად მიმაჩნია. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია კონსენსუსის ძიებისკენ, რაც არ არის ადვილი. თუმცა ისე უნდა გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები არც ხელისუფლებამ და არც ხალხმა”, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: