ბიძინა ივანიშვილი: “პოლიცია დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს ღარიბაშვილმა გააკეთა”

0

bidzina_ivanishvili31პოლიცია დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს ღარიბაშვილმა გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის დროში” სტუმრობისას აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ღარიბაშვილის, არამედ მთელი გუნდის დამსახურეებაა.
“ზონდერებით იყო სავსე პოლიცია, არ გახსოვთ მაგათი საამაყო პოლიცია?! რომელიც დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს გააკეთა ღარიბაშვილმა. ეს იყო ნება ჩვენი, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო, პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო”, – აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: