ბიძინა ივანიშვილი: “პრეზიდენტი მედიას ვერ ხვდებოდა”

0

1321231742_bidzina_ivanishviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი მედიას არ ხვდებოდა კი არა, ვერ ხვდებოდა, რადგან ბევრი მწვავე კითხვა დაგროვდა, რომელზეც მას პასუხი არ გააჩნდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასაშუალების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მიესალმება მედიის ფუნქციის გაძლიერებას და გაღრმავებას. ამის მაგალითად კი პრემიერმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრა დაასახელა.

,,ყველა მინისტრი არის მზად, რომ ყველა შეკითხვაზე გასცეს პასუხი. ზოგჯერ აჭარბებს მედია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ ამას ყურადღება არ მივაქციოთ. ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, რომ ყველა შეკითხვაზე გავცე პასუხი. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ მედიის გარეშე განვითარდეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა“, _ აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: