ბიძინა ივანიშვილი: „როგორც არ უნდა ვმალოთ, ეკლესიაშიც არსებობს პრობლემები“

0
previewსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს”.
როგორც პრემიერმა დღეს ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, „როგორც არ უნდა ვმალოთ, ეკლესიაშიც არსებობს პრობლემები”.
“ჩემი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ისეთივეა, როგორიც უნდა იყოს სახელმწიფოსი. ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეკლესიას აქვს ძალიან დიდი როლი იმაში, რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ და ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. შესაბამისად, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ეკელსიასთან, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილთან. პირადად მე რამდენად რელიგიური ვარ, სულ სხვა საკითხია და არა მგონია, იყოს საინტერესო. სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, რომ ეკლესია მისგან გამიჯნული იყოს. ის აუცილებელი თანხა, რომელიც საჭიროა ბიუჯეტიდან ეკლესიის დასახმარებელად, უნდა იყოს გადარიცხული ერთჯერადად და არავითარ შემთხვევაში სახელწმიფო არ უნდა ეცადოს რაიმე ბერკეტით მოახდინოს მასზე გავლენა. როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა მოვეფეროთ ეკლესიას, რომელსაც პატივს ვცემთ, იქაც არსებობს პრობლემები. ამაზე რეაქცია არის ნორმალური. ყველაზე ყველაფრის გამოხატვის საშუალება უნდა გვქონდეს. არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები. შეურაცხყოფა – არა, მაგრამ კითხვის დასმა ყველას უნდა შეეძლოს,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: