ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილს შესაძლოა, ციხე დაემუქროს“

0

vanish_da_saakash„ქართველი მილიარდერი პრემიერ–მინისტრი ამერიკის მოკავშირე სააკაშვილს აფრთხილებს, რომ მას შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Bloomberg, რომლის ჟურნალისტმაც ინტერვიუ საქართველო პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრთან ჩაწერა.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველო იხრჩობოდა ელიტარულ კორუფციაში და სააკაშვილს, როგოც მინიმუმ, უნდა სცოდნოდა ეს, ან შესაძლოა, მონაწილეობდა კიდეც“- აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი და იქვე დასძენს, რომ „სააკაშვილს შესაძლოა, ციხე დაემუქროს“.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა იმავე გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ

„ნებისმიერი მინიშნება ჩემი მთავრობის კორუფციულ სქემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სასაცილოა, განსაკუთრებით – იმ ადამინებისაგან, რომლებმაც დაიბრუნეს ძველი კორუფციული გავლენები. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვაცილეთ ხელისუფლებას. ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველო ევროპაში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ასე, რომ, ნებისმიერი მუქარა და განცხადება პრემიერ–მინისტრის მხრიდან მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ჩამოაცილოს ქავეყანას პოლიტიკური ოპოზიცია“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: „Bloomberg“–მა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან ინტერვიუები შავი ზღვის სანაპიროზე ჩაწერა.

სხვა ახალი ამბები: