ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს მოსახლეობისგან ნაწყენი არ არის

0

bidzina_ivanishvili4321

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/ivanishvili.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] საქართველოს პრემიერ-მინისტრ და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი სამეგრელოში წაგებული არჩევნების გამო ამ რეგიონის მოსახლეობაზე ნაწყენი არ არის.

როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ნაწყენია კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებმაც იქ მობილიზება ვერ მოახერხეს.

“რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს და წაგებულ არჩევნებს, მე ვარ ნაწყენი მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც ვერ მოახერხეს იქ მობილიზება. მე ძალიან კარგად ვიცოდი და ვიცი დღესაც სამეგრელოს ხალხის განწყობა. იქ სიტუაცია იყო აბსოლუტურად გადატეხილი. ზუგდიდის აქცია მე ძალიან კარგად მახსოვს და სიტუაცია ჩვენ მაქსიმალურად წამოვწიეთ. ვერ მოხდა ორგანიზება არჩევნების პროცესში და მე სადღაც გამოვთქვი ეს საყვედური, რომ ვიღაცამ ვერ მოახერხა და იმანაც, რაც მოახერხა, ის გააკეთა. მივაწეროთ, რომ ძველმა გუნდმა მაქსიმალური გაყალბება შეძლო სიტუაციის და ამის გამო მე არავისზე ნაწყენი არ ვარ. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა… რეალურად, ხალხი იყო მომართული და არავითარი ნაწყენობა. მე რაც ვთქვი და როგორც ვთქვი, არანაკლები თუ მეტი არა გაკეთდება სამეგრელოს რეგიონში. დამატებითი ყურადღება და დატვირთვა ექნება ამ რეგიონს, თუ გნებავთ იმ ნიშნითაც, რომ საზღვარია ახლოს და ჩვენმა ძმებმა აფხაზებმა ნახონ, რომ ჩვენ კარგი ცვლილებების განხორციელება შეგვიძლია”, – განაცხადა მან.

პრემიერს კითხვა სამეგრელოდან მოსახლეობის გახშირებული მიგრაციის შესახებაც დაუსვეს. მან ამ მოვლენას სამწუხარო უწოდა და დასძინა, რომ 2-3 წელიწადში ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოში ვითარება შეიცვლება, რასაც ემიგრანტების დაბრუნება მოჰყვება.

სხვა ახალი ამბები: