ბიძინა ივანიშვილი: ” სწორი ნაბიჯი გაკეთდა მთავრობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან”

0

27bidzinaსაქართველოს ექსპრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას კიდევ ერთხელ აფასებს. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, სამებაში იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე ყოფნისას გააკეთა. მისი თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ანგარიშს უწევს. ივანიშილი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, არასწორი იქნება.  მისივე განცხადებით, თუ გაჩნდება კითხვები, საზოგადოება ამას ხელისუფლებას არ აპატიებს.

“ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გააკეთა, ხელისუფელების ხელწერა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და დამტკიცდა, რომ საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამის იქეთ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულების გარეშე პასუხი უნდა აგოს.  სწორი ნაბიჯი გაკეთდა მთავრობის მხრიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. თუ კითხვები გაჩნდება, საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს და მე მგონია, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა თქმა უნდა საზოგადოება შესატყვის რეაქციას გააკეთებს,”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.