ბიძინა ივანიშვილი: „უარეს შემთხვევაშიც კი ვერ წარმომედგინა „ნაციონალური მოძრაობის“ 21%“

0

ivanishviliპრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში 21%–იანი მხარდაჭერის მოპოვებით გაკვირვებულია. როგორც  ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იგი ამ შედეგს არ ელოდა და ეს ამომრჩევლების პასიურობასა და დაბალ პოლიტიკურ კულტურას უნდა უკავშირდებოდეს.

„მე ხშრად ვიმეორებდი ჩემს გამოსვლებში, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, რადგან 20 და 22 წელი ცოტაა საზოგადოებისთვის, რომ ეს კულტურა შეიძინოს და მერე  აამაღლოს. 21%, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, უარეს შემთხვევაშიც კი არ ველოდი ამას და ესეც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ამას ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. ბოლო პრესკონფერენციებზე, რომელიც მე გავმართე, ვერც ერთი შეცდომა და შეუსრულებელი დაპირება ვერ დამისახელეს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად წარმატებული ხელისუფლება. იმ ძალადობიდან და განუკითხაობიდან, რაც იყო, მივიღეთ ევროპული ტიპის ხელისუფლება, მაგრამ მოხდა ის, რასაც მე განვიცდიდი და ვგრძნობდი. არ მოვიდნენ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩევლები. ბევრი იმედგაცრუებული მეც შემხვდა და უკვირთ, როგორ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 პროცენტი. 1 წლის წინ რაც ხდებოდა, ხალხმა ესე მარტივად დაივიწყა, ან ვერ, ან არ გაიგო, ან რაღაც თამაშებში ჩაერთო და პირადი ინტერესებიც ნახა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: